ტრანსფორმაციის ვორკშოპი
როგორ გათავისუფლდე დესტრუქციული როლებისგან და შეცვალო შენი ცხოვრება.
ტრენერი:
ნუგზარ ძიძიგური
მისამართი:
დაზუსტების პროცესში
თარიღები:
3 მაისი – 10:00 – 20:00
4 მაისი – 10:00 – 20:00
ეს არ არის უბრალოდ ვორკშოპი.
ეს შენს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია.
თუ ცხოვრებაში ერთსა და იმავე ნეგატიურ სცენარებში ხვდები,
თუ გრძნობ, რომ რაღაც გაფერხებს და ვერ ახერხებ სრულ თავისუფლებას,
თუ ურთიერთობებში, კარიერაში და პირად ცხოვრებაში კვლავ და კვლავ იმავე პრობლემებს ეჯახები.
ეს შენი შანსია, გააცნობიერო, რა გიშლის ხელს და როგორ შეცვალო ეს ერთხელ და სამუდამოდ.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
ეს ვორკშოპი არის შენი შესაძლებლობა, გათავისუფლდე იმ ჩარჩოებისგან, რომლებშიც დღეს ცხოვრობ.
შენ გაიგებ, რატომ და როგორ ქმნი იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობ.
შეძლებ, დაინახო და შეცვალო ის ქცევითი შაბლონები, რომლებიც გიშლის ხელს ბედნიერ ცხოვრებაში.
გაერკვევი, როგორ მიიღო უფრო სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები.
ისწავლი, როგორ მართო შენი ემოციები და შენივე შინაგანი მდგომარეობა.
დესტრუქციული როლების გაცნობიერება
დრამატული სამკუთხედის (მსხვერპლი, მოძალადე, მხსნელი) იდენტიფიცირება და მისი უარყოფითი გავლენის შემცირება ყოველდღიურ ურთიერთობებში.
ჯანსაღი როლების ათვისება
როგორ გამოვიდეთ დესტრუქციული როლებიდან და გადავიდეთ მეტად მხარდამჭერ, პასუხისმგებლიან მიდგომაზე.
ინტერაქტიული გამოცდილება
ჯგუფური სავარჯიშოები, რეალური შემთხვევების განხილვა და უკუკავშირი თანატოლებისა და ტრენერისგან.
სხეულზე დაკვირვება
მარტივი ტექნიკა სტრესისა და შფოთვის შესამსუბუქებლად, რომელიც ხელს უწყობს ხანგრძლივ ემოციურ კეთილდღეობას.
ეს ვორკშოპი მხოლოდ 16 ადამიანისთვისაა
ეს არ არის მასობრივი ლექცია – ეს არის ღრმა, ინტენსიური და ტრანსფორმაციული პროცესი, სადაც თითოეული მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ ყურადღებას, იმუშავებს საკუთარ გამოცდილებებზე და გაივლის საკუთარ ტრანსფორმაციულ გზას.




დღე I - გააცნობიერე, სად ხარ ახლა და რა გჭირს
10:00 – 10:30 | Welcome Coffee & Tea
დამსწრეთა კომფორტული გარემოში შეყვანა
თავისუფალი კომუნიკაცია და განწყობის შექმნა
10:30 – 11:30 | გაცნობა და ვორკშოპის მიზნები
ვინ ვართ და რატომ ვართ აქ?
რა მოლოდინები გაქვთ?
რას ეძებთ და როგორ შეგიძლიათ ეს ვორკშოპი მაქსიმალურად გამოიყენოთ?
11:30 – 12:30 | დრამატული სამკუთხედი – რატომ ვიმეორებთ ცხოვრების ერთსა და იმავე სცენარებს?
მსხვერპლი, მოძალადე და მხსნელი – რომელი ხარ შენ?
რატომ ვირჩევთ ამ როლებს?
როგორ ქმნის ეს სცენარი ტოქსიკურ ურთიერთობებს და როგორ ვამძაფრებთ ჩვენს პრობლემებს?
12:30 – 12:45 | შესვენება
12:45 – 14:00 | თვითდაკვირვება – როგორ შევამჩნიოთ ნეგატიური შაბლონები საკუთარ თავში?
როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, ემოციები და ქცევები?
პრაქტიკული დავალებები – თვითდაკვირვების დღიური, აზრებისა და ემოციების გაშიფვრა.
14:00 – 15:00 | სადილი
15:00 – 16:45 | კონკრეტული სიტუაციების განხილვა – რატომ ვირჩევთ დესტრუქციულ როლებს?
რეალური ცხოვრების მაგალითების განხილვა და ანალიზი.
როგორ განასხვაოთ არაჯანსაღი აზრები, ემოციები და სურვილები ჯანსაღისგან?
მონაწილეთა გამოცდილების გაზიარება – შენი მაგალითები, შენი გამოსავალი.
16:45 – 17:00 | შესვენება
17:00 – 18:00 | მედიტაცია და რელაქსაცია – სხეულის და გონების გაწმენდა
სხეულის დაკვირვების პრაქტიკა – როგორ დავიცალოთ დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან?
როგორ დავბრუნდეთ აქ და ამჟამინდელ მომენტში?
დღე II - შენი ტრანსფორმაციის გზა
10:00 – 10:30 | Welcome Coffee & Tea
დილის განწყობის შექმნა
თავისუფალი საუბარი და მომზადება სამუშაო დღისთვის
10:30 – 11:30 | მასალის განმეორება და კითხვები
რას მივხვდით პირველ დღეს?
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის?
11:30 – 12:30 | ალტერნატიული, ჯანსაღი როლები – როგორ გამოვიდეთ დესტრუქციული სცენარიდან?
როგორ შევცვალოთ მსხვერპლი დამოუკიდებლობით, მოძალადე სიძლიერით და მხსნელი თანაგრძნობით?
პრაქტიკული სავარჯიშოები ახალი როლების დასანერგად.
12:30 – 12:45 | შესვენება
12:45 – 14:00 | გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება
რატომ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს?
როგორ დავძლიოთ შიში და დაურწმუნებლობა?
გადაწყვეტილების მიღების ძლიერი სტრატეგიები – პრაქტიკული სავარჯიშოები
14:00 – 15:00 | სადილი
15:00 – 16:45 | მოტივაციის ფსიქოლოგია – რა გვამოძრავებს?
ნეგატიური მოტივაცია VS პოზიტიური მოტივაცია
როგორ გავზარდოთ შიდა მოტივაცია და შევინარჩუნოთ პროგრესი?
16:45 – 17:00 | შესვენება
17:00 – 18:00 | მედიტაცია და რელაქსაცია – ახალი მდგომარეობის ინტეგრაცია
როგორ შევინარჩუნოთ მიღებული ცოდნა და ვიყოთ მუდამ საკუთარ ძალაში?
ენერგიის განახლება და ახალი გზის შეგრძნება.
გაიცანი ვორკშოპის წამყვანები
ნუგზარ ძიძიგური
გვანცა ველთაური
არ გადადო შენი ტრანსფორმაცია
3 – 4 მაისი
ამ ორ დღიანი სესიით მიიღებ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარება ნეგატიური როლებიდან გათავისუფლებაში.
(ადგილები შეზღუდულია)
-
ორი 8 საათიანი სესია
-
პრაქტიკული მეთოდები
-
პირადი უკუკავშირი
-
ფსიქო-სომატური მიდგომა
-
ინტერაქტიული სწავლება
-
აპრობირებული მეთოდოლოგია