შიშის ფსიქოლოგია: ემოციების გაგება და მათი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე

შიში შვიდიდან ერთ-ერთი უნივერსალური ემოციაა, რომელსაც მსოფლიოში ყველა განიცდის. ეს ემოცია ჩნდება ზიანის საფრთხის დროს, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური, რეალური თუ წარმოსახვითი. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ნეგატიურ“ ემოციად მიიჩნევა, შიშს რეალურად უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი უსაფრთხოების დაცვაში, რადგან იგი გვაძლევს საშუალებას გავუმკლავდეთ მოსალოდნელ საშიშროებას.

შიშის განცდა

შიშის გამოცდილებები შეიძლება გამოირჩეოდეს სამი ფაქტორის მიხედვით:

  • ინტენსივობა: რამდენად დიდია საფრთხე, რომელიც გვემუქრება?
  • დრო: საშიშროება დაუყოვნებლივია თუ მოსალოდნელი?
  • გამკლავება: რა ქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი საშიშროების შესამცირებლად ან გასაქრობად?

როცა ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ საფრთხეს, შიში მცირდება ან ქრება. თუმცა, როცა საფრთხის კონტროლი შეუძლებელია, შიში ძლიერდება.

ზოგჯერ შიში შეიძლება წარმოიქმნას მაშინვე გაკვირვების შემდეგ და ხშირად ცვალებადი იყოს ბრაზის განცდასთან ერთად.

რა იწვევს შიშს

შიშის უნივერსალური გამომწვევი არის ზიანის საფრთხე, იქნება ეს რეალური თუ წარმოსახვითი. ეს საფრთხე შეიძლება ეხებოდეს ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ ან ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგადი მოვლენები, რომლებიც უმეტეს ადამიანში იწვევს შიშს, პიროვნულად შეიძლება პრაქტიკულად ყველაფრის შიშიც გამოიკვეთოს.

  • ბნელში ყოფნა ან გარემოს დანახვის დაკარგვა
  • სიმაღლეები და ფრენა
  • სოციალური ურთიერთობები და/ან უარყოფა
  • გველები, მღრღნელები, ობობები და სხვა ცხოველები
  • სიკვდილი და სიკვდილის შიში

გრძელვადიანი შიში ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს როგორც შფოთვა, თუ განუწყვეტლივ ვგრძნობთ შიშს და ვერ ვპოულობთ სარწმუნო მიზეზს. როდესაც უცნობია, რა იწვევს შიშს, ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის ან საფრთხის მოცილებას მოცემული სიტუაციიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შფოთვა ჩვეულებრივი მდგომარეობაა, შეიძლება ის დარღვევად იქცეს, თუ ხშირად მეორდება, ინტენსიურია და ყოველდღიურ საქმიანობას (მაგალითად, მუშაობას ან ძილს) არღვევს.

შიშის ამოცნობა

შიშის სახის ექსპრესია

შიშის სახის გამოხატვა ხშირად ერევა გაკვირვების გამომსახველობას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ემოციის დროს წარბები მაღლაა აწეული, შიშისას წარბები უფრო გასწორებულია და ჰორიზონტალურად მდებარეობს. ასევე, ზედა ქუთუთო შიშის დროს უფრო მაღლა იწევა, რაც თვალის თეთრ ნაწილს მეტად გამოჰყოფს. ბოლოს, ტუჩები შიშში დაჭიმული და გამოწელილია, ხოლო გაკვირვებისას უფრო გახსნილი და მოდუნებული.

შიშის ხმოვანი გამოხატვა

როცა შიშს ვგრძნობთ, ჩვენი ხმაც ხშირად უფრო მაღალია და დაძაბული. შესაძლოა გამოვხატოთ ყვირილითაც.

შიშის შეგრძნებები

შიშის დროს ხშირად გვეჩნდება სიცივის შეგრძნება და სუნთქვის უკმარისობა. გარდა ამისა, შესაძლოა გამოვლინდეს ოფლიანობა, კანკალი ან ხელებისა და ფეხების კუნთების მოჭიმულობა.

შიშის პოზა

შიშის პოზა შეიძლება იყოს როგორც მობილიზებისნაირი (გაქცევა, უკან დახევა), ასევე გაქვავების (გაშეშება).

შიშის ფუნქცია

შიშის უნივერსალური ფუნქციაა ავიცილოთ ან შევამციროთ ზიანი. იმისდა მიხედვით, თუ რა ვისწავლეთ საშიშ სიტუაციებში გადარჩენისთვის, ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ისეთ საქციელზეც, რასაც ჩვეულებრივ ვერ გავაკეთებდით, რათა საფრთხე ავიცილოთ.

როცა საფრთხე დაუყოვნებლივია, შიში მთლიანად იპყრობს ჩვენს ყურადღებას და გვამზადებს რეაგირებისთვის. ამ გზით, შიშმა შეიძლება გადაგვარჩინოს კიდეც — გვაიძულებს უმალ ვიმოქმედოთ, ვიდრე შევიცნობდეთ (მაგალითად, შევხტეთ გზიდან, როდესაც მანქანა მოგვიახლოვდება). ევოლუციურად, შიშის თანმხლები მოქმედებებია ბრძოლა, გაქცევა ან გაქვავება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „უარყოფით“ ემოციად მიიჩნევა, შიშს მართლაც მთავარი როლი აქვს ჩვენს უსაფრთხოებაში. იგი შეიძლება გვაბრკოლებდეს და შეგვეფერხოს ისეთი რაღაცების კეთებაში, რასაც ვისურვებდით. ზოგითვის შიში რთულად ასატანია და ყველანაირად ცდილობენ მის თავიდან აცილებას, მაშინ როდესაც სხვები სიამოვნებასაც კი იღებენ შიშისგან და მას განგებ ეძებენ (მაგალითად, საშინელებათა ფილმების ყურებით).

სხვის შიშზე რეაგირება

საჭიროა თანაგრძნობის უნარი, რომ პატივი ვცეთ, თანავუგრძნოთ და მოთმინებით დავუდგეთ გვერდით შეშინებულ ადამიანს, მაშინაც კი, თუ ჩვენ თავად იმავე საგნის თუ მოვლენის შიში არ გვაქვს. მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ სხვისი შიშის გაზიარება აუცილებელი არ არის, რათა დავეხმაროთ მას ამ შიშის დაძლევაში.

სტატიის წყარო

შეიძლება დაგაინტერესოს